ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაინდრავასა და გიგაურს შორის დავა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავის განხილვა ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდება.

მოსამართლის  განცხადებით,  მერაბიშვილსა და ბიწაძეს უწყება უახლოეს პერიოდში გაეგზავნებათ.

„შემდეგ პროცესზე მოიყვანენ ვანო მერაბიშვილსა და ბადრი ბიწაძეს, რომლებიც დაადასტურებენ ან არ დაადასტურებენ საკუთარ ხელმოწერებს. ის, რაც ხდება, არის საოცარი – ქალბატონი გიგაური არ გამოცხადდა პროცესზე, როცა სარჩელის ინიციატორი თავად არის. ზეწოლა, როგორც სასამართლოზე ასევე  საზოგადოებაძეც მიმდიანრეობს. ის ემალება სასამართლოს. მან ვადაზე ადრე მიიღო კაპიტნის წოდება” – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეები გიგაურუს ბრალად  2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერ დაშლას და წახალისებას სდებენ. ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.

გოგა ხაინდრავა განცხადებით, მას აქვს ბრძანება, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს.

ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის  დარბევის გამო მიიღო.

გიგაურის უფლებადამცველების განცხადებით, სასაზღვრო პოლიციასა და ეკა 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

საქალაქო სასამართლოში შემდეგი პროცესი 8 ნოემბერს 15:00 საათზე დაინიშნა.

იტვირთბა....