ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავრობამ საკუთარ წიაღში გაზარდა ურჩხული, რომელიც ახლა თავის მშობელს ჭამს”

ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა  პალიტრანიუსის გადაცემაში “360 გრადუსში” განაცხადა, რომ ხელისუფლებამ   ხვალინდელ დღეზე უნდა გველაპარაკოს და არა ისევ იმ 9 წელზე.

“მთავარი პრობლემა “ქართული ოცნების” ზაზა ოქუაშვილი კი არ არის, ან ზაზა სარალიძე. მათი მთავარი პრობლემა არის ის, რომ საკუთარ წიაღში გაზარდეს ურჩხული, რომელიც გამოკვებეს, და ახლა თავის მშობელს ჭამს. აი ეს არის მთავარი პრობლემა. ამას მიხედონ, შიგნით მიხედონ. მთავარი სიმსივნური დაავადება რომელიც მეტასტაზებით მოედო არამხოლოდ სახელისუფლებო სხეულს, არამედ სახელმწიფოებრივ სხეულს და დაარღვია ინსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში. ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი აბსოლუტურად გაუგებარია, ქაოსია და გველაპარაკებიან ისევ ამ 9 წელზე. მათ უნდა იცოდნენ რომ ამ საზოგადოებას არ უნდა წარსულით ცხოვრება. ჩვენ გვინდა ხვალ რა იქნება იმაზე ფიქრი. ხვალინდელ დღეზე უნდა გველაპარაკონ და არა ნეგატიური, აბსოლუტურად გაუგებარი გზავნილებით. ” — განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....