ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოესი დღების ამინდის პროგნოზი ცნობილია

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

“3 – 4 ოქტომბერს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

5 ოქტომბრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს” -ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში

იტვირთბა....