ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციას, მეხანძრეებსა და მაშველებს ხელფასები გაეზრდებათ

როგორც ირკვევა, 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სასაზღვრო პოლიციასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯამში 643.5 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

1-ლი იანვრიდან საშუალოდ 250 ლარით იზრდება სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 87.6 მილიონი ლარის გამოყოფა. აქედან 5,5 მილიონი ლარი მიიმართება მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდაზე.

იტვირთბა....