ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვანო პავლიაშვილი – “იბერიაში” საბრძოლო სიტუაციაა, ჩვენ ხელფასის გულისთვის არ ვმუშაობთ

ტელეკომპანიაში სამუშაო და საბრძოლო სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ყველა თანამშრომელი დროულად ვიღებთ ხელფასს. ჯერჯერობით არაა, მაგრამ ალბათ, მალე დადგება დრო , რომ ფინანსური პრობლემები შეიქმნება. თუმცა, ჩვენ ეთერში ვიქნებით, ხელფასის გულისთვის არ ვმუშაობთ, არამედ იმისთვის, რომ გვქონდეს თავისუფალი ბიზნეს და სიტყვის გარემო. ჩვენ ვინც “იბერიაში” ვმუშაობთ, იმ თაობის ჟურნალისტები ვართ, ვისაც 90-იან წლებში უარესები გადაგვიტანია, – ამის შესახებ “მეტრონომს” ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტმა ვანო პავლიაშვილმა განუცხადა.

პავლიაშვილის თქმით, მან “ოცნების” ლიდერებისგან ბრალდების გასაბათილებელი დამაჯერებელი არგუმენტები ვერ მოისმინა.

“ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, წესით, ეს ყველაფერი პროკურატურას უნდა გამოეძიებინა. თუმცა, მერამდენე ფარული ჩანაწერი მოვისმინეთ, მაგრამ რატომღაც, პროკურატურამ მეორე ჩანაწერზე დაიწყო გამოძიება. შესაბამისად, ამ სიტუაციაში როგორ უნდა არსებობდეს ნდობა არ ვიცი. როდესაც ადამიანი სერიოზულ ბრალდებას უყენებს სახელმწიფო თანამდებობის პირებს, მის გასაბათილებლად სერიოზული არგუმენტებია საჭირო. მე “ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტები ვერ მოვისმინე. დამაჯერებლობა კი არა, ღიმილისმომგვრელი იყო. როდესაც სერიოზულ ბრალდებას გიყენებენ, უნდა უპასუხო. ვისთვის არ იყო ზაზა ოქუაშვილის გამოსვლა დამაჯერებელი, “ქოცებისთვის”? ადამიანი ყვება ამბავს, შესაბამისად, ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება. თან მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად, გახარიამ დაადასტურა ივანიშვილთან შეხვედრის ერთი ეპიზოდი. ხოდა, სად არ იყო ზაზა ოქუაშვილის გამოსვლა დამაჯერებელი?”, – განაცხადა პავლიაშვილმა.

შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა” „გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა “ომეგას” დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს“.

იტვირთბა....