ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ “იბერია” “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, 2საათზე გეგმავს იმ ქვითების გასაჯაროებას, რომელიც 4 მილიონს შეეხება.
ვახო ხუზმიაშვილის ინფორმაციით, არხი 2 საათზე გეგმავს ქვითრების გასაჯაროებასთან ერთად, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის კადრების გამოქვეყნებასაც, რომელიც მისი თქმით, “თიბისი” ბანკში ფულის წამოსაღებად ზის.
შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა” „გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა “ომეგას” დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს“.