ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოქუაშვილი: “ივანიშვილმა “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებაც მომთხოვა”

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიის, “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსება ზაზა ოქუაშვილს მოსთხოვა. ამის შესახებ თავად ოქუაშილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ეს იყო პირამიდა, ივანიშვილისგან მოდიოდა”, — განმარტა ზაზა ოქუაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილმა, ასევე, მოთხოვა, რომ თავისი მოგებიდან 50%-ით ქართული ოცნება დაეფინანსებინა. თუმცა, როგორც ის ამბობს, მას პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება აღარ დაუფინანსებია.

ოქუაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში, პატრიოტთა ალიანსის დამფძნებელი, ირმა ინაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, მისთვის დამაჯერებელი არაა, რომ ივანიშვილი, ან ვინმე სხვა, მისი პარტიის დაფინანსებას მოთხოდა.

“სააკაშვილს, ეტყობა, ჰგონია, რომ პატიმართა წამების ამსახველი კადრების საპასუხო დატყმას გვაყენებს. ცდება! პატიმართა წამების ფაქტების გასაჯაროვება(რამაც სააკაშვილის რეჟიმს ფარდა ახადა და რაც ადამიანის უფლებათა კუთხით, თუ რელიგიური კუთხით ერთ- ერთი უმძიმესი დანაშაულია) და პროცესი, რომელსაც ახლა თვალს ვადევნებთ, სრულიად განსხვავებული წონითი კატეგორიის პროცესებია. სააკაშვილს ისიც ჰგონია, რომ მისი მმართველობის, ანუ დამნაშავე რეჟიმის სამართლებრივ- პოლიტიკური შეფასების პროცესს შეაფერხებს… აქაც ცდება!!! რეზოლუციას სამშაბათს უკვე იურიდიული კომიტეტი განიხილავს და პლენარულ სხდომაზე გავა! ვერც შეგვაფერხებთ და ვერც გაგვაჩერებთ!

სააკაშვილს ბევრი რამე ჰგონია ახლა, მაგრამ არაფერს, რაც მას ჰგონია, რეალობაში ხორცშესხმა არ უწერია, ამიტომ გემებიდან გადასახტომად გამზადებული მგზავრები, ჩემი რჩევაა, მაშველი რგოლით გადახტით. გარწმუნებთ, უკან დასაბრუნებლად გამოგადგებათ” – წერს ინაშვილი.

იტვირთბა....