ზაზა ოქუაშვილი იმ ექსმინისტრებზე საუბრობს, რომლებიც მას, მისი კუთვნილი კომპანიებიდან ძვირადღირებულ მანქანებს სთხოვდნენ.
როგორც, ზაზა ოქუაშვილი ამბობს მინისტრებს ჰქონდათ გარკვეული ლიმიტი, რადგან მათ 300 ათას ევროზე მეტი ღირებულების მანქანები არ მოუთხოვიათ. ივანიშვილი კი პირდაპირ მილიონებზე საუბრობდა.
„მინისტრებისგან მოთხოვნილი იყო მანქანები. იყო მოთხოვნილი მანქანები ცოტა უფრო თავშეკავებული ხადური, მოთხოვნილი იყო მინი კუპერი, რომელიც ვერ მიიღო და აგრეთვე იყო მოთხოვნილი მანქანები დაახლოებით 300 ათასის ფარგლებში ქუმსიშვილისთვის. ეს იყო ლიმიტი მინისტრების, ხოლო ლიმიტის შემდეგ საკითხის გადაწყვეტისთვის იყო პროცენტები უკვე. ლიმიტი იყო ის რომ 300 ათას არ სცდებოდა ქუმსიშვილი, მაშინ როცა ყიფიანი და სხვა იგივე, ფარცხალაძე, მილიონების ქვევით არ ჩამოდიოდნენ და ამ მილიონებიდან უკლებლად ფული მიდიოდა ივანიშვილთან, გახარიას კონტროლის ქვეშ, რომლებიდანაც თვითონ როგორც თავად ეძახდა ბიჭებს არ ხვდებოდა არაფერი“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.