ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მეუფეო შეწყვიტე დუმილი“: დეკანოზ მამალაძის მხარდამჭერები მიტროპოლიტ დიმიტრის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის, გიორგი მამალაძის მხარდამჭერები ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, დიმიტრის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ.

მათ ტრანსფარანტებზე შემდეგი შინაარსის წარწერები აქვთ: „მეუფეო შეწყვიტე დუმილი“, „ნუ დაუტოვებ ყორნებს საჯიჯგნად თქვენს მღვდელს“. აქციის მონაწილეები მეუფეს მიმართავენ, რომ დუმილი დაარღვიოს.

აქციაზე იმყოფება მსჯავრდებულის ძმა თორნიკე მამალაძე:

„ეპარქიის მმართველს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ უკანონოდ ზის დეკანოზი ციხეში. მან ჩემზე უკეთესად იცის და ნაწილობრივ კიდეც დაადასტურა, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, თუმცა წელიწადნახევარი გავიდა და ეპარქიას ხმა არ ამოუღია მღვდლის დასაცავად. მეუფე იაკობი ამბიონიდან ილანძღება. ეს ყველაფერი მიმართულია ეპარქიის წინააღმდეგ, მაგრამ ეპარქია დუმს. მეუფემ მინიმუმ საწინააღმდეგო განცხადება უნდა გააკეთოს“, – განაცხადა დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზის ძმა ამბობს, რომ მეუფე დიმიტრიმ ზუსტად იცის, რატომ ზის გიორგი მამალაძე ციხეში. მისი თქმით, თუ მიტროპოლიტი დიმიტრი დუმილს არ დაარღვევს, აქციები გაგრძელდება.

იტვირთბა....