ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.
მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე შემდეგ სერვის ცენტრებში გაივლიან: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული სერვის ცენტრი – შარტავას ქუჩა N7; ვაკის სერვის ცენტრი – თამარაშვილის ქუჩა N10ა; გლდანის სერვის ცენტრი – დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ; ისნის სერვის ცენტრი – ნავთლუღის ქუჩა N8/1; დიდუბის სერვის ცენტრი – რობაქიძის გამზირი N2; სამგორის სერვის ცენტრი – მოსკოვის გამზირი N14; კრწანისის სერვის ცენტრი – ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული, საუბნო განყოფილების შენობა; მთაწმინდის სერვის ცენტრი – ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48; ჩუღურეთის სერვის ცენტრი – ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა); საბურთალოს სერვის ცენტრი – ა. მიცკევიჩის ქუჩა N29; ნაძალადევის სერვის ცენტრი – გურამიშვილის გამზირი, N16 კორპუსის მიმდებარედ.
ტაქსების რეგისტრაცია 1-ელი აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც. ამჟამად გაცემულია 9600-ზე მეტი ნებართვა.
აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1-ელი ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.