ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბიზნესომბუდსმენი – მეწარმეები არ იყვნენ სათანადოდ  ინფორმირებულები, სასურველია, ვადები გონივრული დროით გადაიდოს

“მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ მეწარმეები არ იყვნენ სათანადოდ  ინფორმირებულები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანისამუშაოების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვადის გასვლის შესახებ საუბრისას.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატს მომართავენ მეწარმეები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ასრულებენ და ვალდებული არიან, მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე დარეგისტრირდნენ. მათმა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის შესახებ ბოლო დღეებში შეიტყო, ამის გათვალისწინებით, მეწარმეებმა იუსტიციის სახლს რეგისტრაციისთვის ბოლო დღეს მიმართეს, რამაც რიგები გამოიწვია.

მივმართავთ შრომის ინსპექციას, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი სანქცირება გონივრული ვადით გადადოს“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

იუსტიციის სახლში დილიდან მომხმარებელთა ნაკადი არ წყდება    , ორი კონკრეტული სერვისის   ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია გამო, რომლთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება.

იტვირთბა....