ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, იუსტიციის სახლებს დადგენილ ვადებში მიაკითხონ

მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული ,იუსტიციის სახლებს დაკეტვა არ ემუქრება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, თეა წულუკიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, სამომავლოდ, ბოლო დღემდე ნუ დაიცდიან და კანონით დადგენილ ვადებში მიაკითხონ იუსტიციის სახლებს.

„კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი იყო, რომ 1-ელ ოქტომბერს უნდა აეღოთ ტაქსის ლიცენზია, რომელიც სხვათაშორის პირველი ოქტომბრის შემდეგაც შეუძლიათ აიღონ – ეს იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვინც ჩქარობს და ცდილობს დღის ბოლომდე მიიღოს ეს სერვისი.

მოქალაქეებს სურთ, კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღეს მიიღონ მომსახურება. აქედან გამომდინარე დღევანდელი დღე სამინისტროსთვის ძალინ გადატვირთული იყო.

დღეს 16:00 საათამდე, 6 600 მოქალაქეს მოვემსახურეთ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ 8 500 ადამიანს ვემსახურებით. რიგში დგას კიდევ ბევრი, რადგან ეჩქარებათ, 1-ელ ოქტომბრამდე მიიღონ სერვისი. მსურს, ყველას ვუთხრა, რომ იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული.  სამომავლოდ ყველას ვურჩევ, რომ ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან, როდესაც კანონი გვიდგენს ვადას, იმ ვადის განმავლობაში მივიდეთ იუსტიციის სახლებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სახლში დილიდან მომხმარებელთა ნაკადი არ  წყდება.  მიზეზი ტაქსით  მომსახურების მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაციაა.

იტვირთბა....