ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ტემპერატურა 32 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა მოვიდეს. ჰაერის ტემპერატურა 28 სექტემბერს +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო შემდეგ დღეებში 4 – 5 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში 29 -30 სექტემბერს ჰაერი  +26, +28 გრადუსამდე დათბება, 1 ოქტომბერს კი მცირე წვიმაა შესაძლებელი.

იტვირთბა....