ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლგბტ თემთან ასოცირების გამო, 74-ე საჯარო ბაღში ცისარტყელის ნახატები ჩამოხსნეს

მშობელმა, ბავშვების მიერ გაკეთებული ცისარტყელას ნახატები თბილისის 74-ე საჯარო ბაგა-ბაღში, ლგბტ თემთან ასოცირების გამო ჩამოხსნა. ამის შესახებ ბაგა-ბაღის ფეისბუქ გვერდზე განცხადება გავრცელდა:

“ძვირფასო მშობლებო, ამ კვირაში ჯგუფის თემა იყო ცისარტყელა, ცისარტყელა როგორც მოგეხსენებათ შვიდი ფერისგან შედგება, თქვენმა შვილებმა თავიანთ მასწავლებლებთან ერთად გააკეთეს ფერადი ფურცლებისგან ცისარტყელები და ჩამოკიდეს თავიანთი ნამუშევარი. დღეს დილით თეო გოგელიას ჯგუფში (3/4)-ში ერთ-ერთმა მშობელმა უბრალოდ მოხსნა ეს ცისარტყელები და წაიღო. ამას ქურდობა ჰქვია. მიზეზი ვიცით, მაგრამ მე მრცხვენია თქვენს გამო და აქ არ ვიტყვი. მობრძანდით ადმინისტრაციაში და აგვიხსენით თქვენი დამოკიდებულება ფერებთან მიმართებაში” – ნათქვამია ბაგა-ბაღის განცხადებაში.

ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მარიამ გოგოლაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მშობელმა ანონიმურად დაუტოვათ წერილი, სადაც ეწერა: “ნუ გამოიყენებთ ლგბტ ფერებს. მისივე განმარტებით, ბაღში აქვთ სპეციალური ყუთი, სადაც ადმინისტრაციას შეუძლია მშობლებისგან წერილები მიიღოს. ინფორმაციას On.ge ავრცელებს.

ანონიმური წერილის მიღებისა და ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ, რომელიც ცისარტყელას ეხებოდა, ბავშვების მიერ გაკეთებული ნამუშებრები ოთახის კედლებიდან ჩამოხსნილი დახვდათ.

ბაღის ადმინისტრაციის წარმომამდგენელი განმარტავს, რომ ამით ყველა იმ ბავშვის უფლება ირღვევა, ვისი ნაშრომიც “მოიპარეს” და ამიტომ ისინი მიმართავენ მშობლებს მივიდნენ და ახსნა-განმარტება მისცენ ადმინისტრაციას.

იტვირთბა....