aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს-მ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ხეობაში ჩაყვანაზე უარი განაცხადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ხეობაში ჩაყვანაზე უარი განაცხადა.

დედას არ სჯერა, რომ მისმა შვილმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და თვლის, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო.

„ბევრ რაღაცას აეხდებოდა ფარდა იქ რომ წასულიყვნენ. იციან იქ რაც მოხდა. ჩემი შვილი რისი გამკეთებელი იყო ისიც კარგად იციან, თვითონ სამარეს გაითხრიდნენ და იმიტომ არ წავიდნენ –  იმიტომ, რომ ეს არის მათი დაგეგმილი მკვლელობა. მთავრობის დაგეგმილი მკვლელობა“ – ამბობს კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი.

მისი თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან შვილის ვერც მონახულება და ვერც ტელეფონით გასაუბრება ვერ შეძლო. მარტიაშვილი ამბობს, რომ კობაურის უფლებები ირღვევა და მას ოჯახთან დაკავშირების უფლებას არ აძლევენ.

ადვოკატი ამბობს, რომ შს სამინისტროს ხადას ხეობაში ახალი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ სურს, რადგან ეს მტკიცებულება დაცვის მხარის მტკიცებულება იქნება.

შს სამინისტროს უარი ადვოკატებს დღის ბოლოს ჩაბარდებათ, რასაც უფლებადამცველები სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ადვოკატები აპირებენ, სწორედ სასამართლოს ძალით ჩაიყვანონ და ადგილზე დაკითხონ ბრალდებული კობაური

იტვირთბა....