ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი ყვავილები, რომ მივიტანე მემორიალთან ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა?”

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შენიშვნას ეხმაურება, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ეხება, განაცხადა, რომ მემორიალთან ყვავილების მიტანა ადმინისტრავიული რესურსების გამოყენება არ არის.

საია-ში აცხადებენ, რომ კახა კალაძესთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად სალომე ზურაბიშვილის მისვლა გმირთა მემორიალის ყვავილებით შესამკობად, ასევე საერთო ფოტოს გადაღება, შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყოს. ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

„მგონი, იქ ყველა იყო, მეც მივედი. ეს არის ერთი დღე, როცა მემორიალთან ყველა უნდა მივიდეს. რომელია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ჩემი ყვავილები რომ მივიტანე? ფოტო ვინ გამოაქვეყნა, არ ვიცი“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....