არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: “ჩემი ოპონენტები არაევროპულად იქცევიან”

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (PDHIR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ საარჩევნო გარემო საქართველოში არაევროპულია.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეებთან საპრეზიდენტო არჩევნების გარემოზე ისაუბრა.

„ყველაფერი ავუხსენი, თუ რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, თუ როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები, თუმცა ბევრს საუბრობენ ევროპაზე და თავიანთ დასახელებაშიც ევროპა ფიგურირებს.

ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, თუ რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა მაინც გადავა არა მხოლოდ ევროპული კამპანიების სტილზე, არამედ ევროპულ მენტალიტეტზე იმ კუთხით, რომ ამდენი აგრესიითა სიძულვილით საქმე არ კეთდება ქვეყანაში“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....