ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინიციატივა – გამოსაშვები გამოცდების რაოდენობა 8-დან 4-მდე უნდა შემცირდეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს. მისი თქმით, ეს არის ევროპული გამოცდილება, სადაც გამოცდები 4 ძირითად საგანში ბარდება – მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში.

“2019 წელს, ეს გამორიცხულია. აბიტურიენტებს შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ მომზადება, როგორც სკოლის, ასევე უნივერსიტეტების ეტაპისთვის. ძალიან მიხარია, რომ მიხეილ ბატიაშვილის ხედვა ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც ორი წლის წინ საატესტატო გამოცდების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით გავაჟღერე და ჩვენ ამაზე ერთად ვიმუშავებთ.

ცალსახად ვფიქრობ, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრი გამოცდაა, თან გარკვეულ კონფლიქტში მოდის კონკრეტული გამოცდები – სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლემ შეიძლება ჩააბაროს იგივე გამოცდები, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს, ეს კი ახდენს დუბლირებას და ჯანსაღი პროცესი არ არის.

ჯაშის თქმით, როცა ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად გაჟღერდა, საზოგადოების მხარდაჭერა მოჰყვა, თუმცა წინააღმდეგობა წამოვიდა სპეციალისტების მხრიდან.

“8 საგანი, რომელიც ჩვენთან მოსწავლის ცოდნის განმსაზღვრელია და ბავშვები გამოცდებს აბარებენ, პრაქტიკულად, არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება. სულ მცირე, საატესტატო გამოცდების რაოდენობა შესამცირებელი გვაქვს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

იტვირთბა....