პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ივანიშვილთან კამათი ფარცხალაძის გავნელასთან დაკავშირებით მოსვლია.
„ასევე შემიძლია ვთქვა, რომ პატივცემული ივანე ჩხარტიშვილი, მახსოვს ივანიშვილის დამოკიდებულება მისდამი. ასევე მახსოვს სიტყვები – ეს რა კაცია, კარებს რომ ჩავუკეტავ, ფანჯრიდან შემოდისო. ჩემი პასუხი იყო, რომ ადექით და ფანჯარაც ჩაკეტეთქო. როგორც ჩანს ფანჯარა ჩაკეტა, მაგრამ კარები გააღო.
იგივე ფარცხალაძე, გვახსოვს მისი აღზევებაც და მისი ჩამოსვლაც. მაგრამ ის რომ მისი გავლენები რჩებოდა, არაერთხელ მქონია კამათი ივანიშვილთან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.