ისრაელის კანონმდებლობა პალესტინელებს უკრძალავს თვითგამორკვევის უფლებას და ამას მხოლოდ ებრაელებს ანიჭებს ექსკლუზიურად. ეს პალესტინელების დისკრიმინაციაა და თავისი ბუნებით რასისტულია,- ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
“ისრაელის კანონი კონფისკაციას უკეთებს პალესტინელების მიწებს და მათ საკუთრებას. ჩვენ ველოდებოდით ტრამპისგან სამშვიდობო ინიციატივებს, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ შოკში ჩაგვაგდო, რაც საელჩოს იერუსალიმში გადატანას უკავშირდება. აშშ-ის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ორი სახელმწიფოს პრინციპს. მათ შეაჩერეს დახმარების პროგრამაც. მე მაინტერესებს რაღა დარჩა სალაპარაკო.
ისრაელი არის სახელმწიფო საზღვრების გარეშე და ჩვენც იგივეს გვთავაზობენ, მაგრამ ჩვენ გვსურს სახელმწიფო კარგად გამოკვეთილი საზღვრებით. ზოგი ამბობს, რომ ვაღიარებ ისრაელს და არ ვაღიარებ პალესტინას, მაგრამ თქვენ ორივე სახელმწიფო უნდა აღიაროთ. მადლობა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მაგრამ არ გვინდა ასეთი დახმარება, თუ არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტა. 13 მილიონ პალესტინელს უნდა ჰქონდეს თვითგამორკვევის უფლება. არასდროს დაუჭერთ მხარს ერთის სახელმწიფოს აგრესიას მეორეს წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, გვაღიარებს თუ არ ეს ქვეყანა“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.