ჩვენი ხელისუფლების დროს გირგვლიანის, რობაქიძის და ა.შ. საქმეებზე კომისიები არ შექმნილა და ეს არის ცუდი. ჩემი მხრიდან ასეთი სპეკულაციები არასწორი იქნება. მე სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას, რომ ასეთი კომისიები თავის დროზე არ შეიქმნა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებამ მართმსაჯულების აღსასრულებად ნაბიჯები უნდა გადადგას.
“ოღონდ, როგორი დანაშალებრივი შეცდომაც იქნებოდა მაშინ, ამ პრობლემების გამართლება იმით, რომ იქამდე შევარდნაძის დროს, ქუჩაში ხალხის მოტაცებები ხდებოდა, პოლიცია იყო ჩაბმული ამაში და ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით, ასეთივე უმძიმეს პოლიტიკური დანაშაულია დღეს ამ ჩავარდნებით გამართლება იმის, რომ ახლა კომისია შევქმენით, ოღონდ კრება დარჩა მხიარული. გადადგან ნაბიჯები, რომ მართმსაჯულება იზეიმონ, მერე გვლანძღონ, რომ წარსულში საქმე იყო ცუდად. ეს უნდა საზოგადოებას. ქვეყანა უნდა მიდიოდეს წინ. ჩვენი ხელისუფლების დროს ქაოსთან ბრძოლაში ბევრი ნაბიჯი გადავდგით და ამ დროს, ჩემს მიერაც ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ის რაც თქვენ გამახსენთ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ საპარალამენტო კომისიაში უმრავლესობა “ევროპულ საქართველოს” ქონდა. მმართველი გუნდის წევრები კი, ხშირად იმეორებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მსგავსი საგამოზიებო კომისიები, სადაც უმცირესობას ექნებოდა უმრავლესობა, არ იქმენოდა.