ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩემი შვილი საფლავში რომ წევს, კობახიძეს ალბათ იმაშიც ეჭვი ეპარება”

ირაკლი კობახიძეს თუ კაცობა შერჩენია, მოვიდეს და პირისპირ დამელაპარაკოს ნებისმიერ თემაზე. იქნებ მაშინ მაინც გავაგებინო მაგ ნაძირალას, რომ ჩემი შვილის მკვლელებისა და ხელის დამფარებლების გარდა, არც “ნაციონალები”, არც “ოცნება”, არც “ლეიბორისტები” და არავინ მაინტერესებს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ გადაცემა “რეაქციის” ეთერში განაცხადა.

სარალიძის განცხადებით, ხელისუფლება პასუხს არა სერგი კაპანაძეს, არამედ შთაძესა და სუბელიანს უნდა თხოვდეს.

“ალბათ, კობახიძეს იმაშიც ეჭვი ეპარება, რომ ჩემი შვილი საფლავში წევს. შვილების მამა ასეთ განცხადებს არ უნდა აკეთებდეს, ან სუბელიანისა გავლენის ქვეშაა, ან ძალიან დიდი ფული აქვს აღებული. ძალიან კარგად ვიცით მეც და მაგათმაც თუ ვინ მოკლა ჩემი შვილი. კაპანაძეს კი არ უნდა თხოვდეს მკვლელის დასახელებას, არამედ შოთაძეს, კალანდიასა და სუბელიანს მოკითხოს. ეს ხელისუფლება კი არ უნდა მოშორდეს, არამედ პასუხისმგებაშიც მიეცეს, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს”, – განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ კობახიძის განცხადებით სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მიერ 10 სექტემბერს დაწყებული აქციები “ნაციონალების” მიერაა მართული და იქ სარალიძე არ უნდა იდგეს.

იტვირთბა....