ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტკივილმა უნდა გვიბიძგოს, რომ დავიწყოთ ერთმანეთთან საუბარი და შევძლოთ თანაცხოვრება”

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღევანდელმა დღემ უნდა გააერთიანოს საზოგადოება.

„ეს არის ტრაგედია როგორც აფხაზებისთვის, ასევე ქართველებისთვის. მე მინდა, რომ ამ ტკივილმაც რაღაცნაირად გვიბიძგოს, რომ დავიწყოთ ერთმანეთთან საუბარი. დავიწყოთ შერიგების სერიოზული პროცესი და შევძლოთ თანაცხოვრება ერთიან საქართველოში“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

 

იტვირთბა....