ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თანავუგრძნობთ არასრულწლოვნების მამებს, თუმცა მათ მხარდამჭერებს უფლება არ აქვთ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენონ”

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე თანაუგრძნობს დაღუპული არასრულწლოვნების მამებს და იზიარებს მათ ტრაგედიას, თუმცა აცხადებს, რომ ეს მათ მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას, პოლიციას წინააღმდეგობა გაიწიონ და შეურაცხყოფა მიაყენონ.

მან განმარტა მიზეზები, თუ რატომ დააკავეს გუშინდელ აქციაზე სამი პირი. როგორც კუპატაძე ამბობს, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთმა პოლიციის ავტომანქანის კარის უკანა მინა ჩაამსხვრია. შესაბამისად, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე, ისინი დააკავეს 166-ე, 173-ე მუხლების ადმინისტრაციული წესით.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ქმედებები ჩვენი მხრიდან გაგრძელდება იმ სამართალდამრღვევებზე, რომლებიც აქციების მიმდინარე პროცესების დროს სამართალდარღვევებს ჩაიდენენ. თანავუგრძნობთ სრულად არასრულწლოვნების მამებს და ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს არ აძლევს იმის უფლებას, მის მხარდამჭერებს, პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა და მიაყენონ შეურაცხყოფა. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს, როგორც გუშინ“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გუშინ ორი ადამიანი დააკავეს. აქციას მართავდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. ხმაური მოჰყვა იმ ფაქტს, რომ შვილმოკლული მშობლები კარვის გაშლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა.

იტვირთბა....