ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთი აშშ-ს წინააღმდეგ უკვე ღია აგრესიაზე გადავიდა” – The Daily Beast

“რუსეთი გამოვიდა დახურული სივრციდან და უკვე აშშ-ს წინააღმდეგ ღია აგრესიაზე გადავიდა და ახლა უკვე გაააქტიურა ღია დიპლომატია, რომ ამერიკელ ხალხზე ზემოქმედება მოახდინოს” – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკული გამოცემა The Daily Beast.

როგორც გამოცემა წერს, ამაში რუსეთს ხელს თავად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც უწყობს, რადგან ის თავის გამოსვლებში ხშირად საუბრობს, კრემლის აშშ-ს არჩევნებში ჩარევის საქმის გამოძიებასა და გამომძიებელ რობერტ მიულერზე, რომელსაც ტრამპი “ჯადოქარზე მონადირედ” მოიხსენიებს.

დემოკრატიის დაცვის ალიანსის დირექტორის ლორა როზენბერგის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ სოციალურ ქსელში ძალიან დიდი ძალებით გააქტიურა ძალისხმევა. უფრო მეტიც, მან ამ გაქტიურებას აგრესიულიც კი უწოდა.

როზენბერგის თქმით, ტრამპმა მოახერხა საზოგადოებრივი აზრის შეცვლა, განსაკუთრებით რესპუბლიკელების მხარდაჭერებში, რომლებიც უჩიჩინებენ პრეზიდენტს იმუშაოს მოსკოვთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

როგორც გამოცემა The Daily Beast წერს, სოციალურ ქსელში ყველაზე აქტიური ფიგურაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

იტვირთბა....