შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ მოთხოვნა ყოფილი პრემიერის ვანო მეარაბიშვილის შეწყალებაზე კომისიაში არ შესულა.
„ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს კომისიას, რადგან მას განცხადება, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა არ დაუწერია“- განაცხადა ზვიად ქორიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 3 ქალი და ერთი არასრულწლოვანი.