13 დღიანი საპროტესტო მსვლელობას სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ენგურის ხიდთან დღეს დაასრულებს.
ხიდზე, რომელიც სეპარატისტულ რეჟიმს დე ფაქტო საზღვრად აქვს გამოცხადებული, მაქარაშვილი სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ ადამიანებთან ერთად მივა და კიდევ ერთხელ, მსოფლიოს საქართველოს მთავარ სათქმელს ეტყვის – არა რუსულ ოკუპაციას!
მაქარაშვილმ ანტისაოკუპაციო მსვლელობა თბილისიდან სოხუმის მიმართულებით 14 სექტემბერს დაიწყო. მის მსვლელობას მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.