ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენც და აფხაზებიც ერთად ვიზეიმებთ ერთიან, დიდ და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებას”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დადგება დღე როდესაც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

„დღევანდელი დღესავით მახსოვს 25 წლის წინ, როდესაც სოხუმი დავტოვეთ და მთელი დღის განმავლობაში ვერც გავისიგრძეგანე რა მოხდა. ღამე, როდესაც დაბანაკებულებმა დავინახეთ სოხუმის გაჩირაღდნებული ცა, მოვხვდი, რომ რაღაც ისეთი მოხდა, რომლის უკან დაბრუნება იქნებოდა ძალიან მძიმე. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ჩვენც და აფხაზებიც ერთად ვიზეიმებთ ერთიან, დიდ და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებას, ამისთვის ყველაფერი კეთდება” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იტვირთბა....