ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა გადაწყვიტა შეწყალების კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით

შეწყალების კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზეც იმსჯელა, მაგრამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო, – ამის შესახებ  შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

ზვიად ქორიძეს გიორგი მამალაძის საქმეზე მსჯელობის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 111 მსჯავრდებული შეიწყალა. კომისიამ სულ 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ზვიად ქორიძის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. შეწყალების კომისია შესაწყალებელ პირთა საქმეებზე 19-23 სექტემბრის პერიოდში მუშაობდა.

იტვირთბა....