არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ კვლევით გარკვეულ მაქინაციებს აქვს ადგილი” – ქანთარია Edison Research-ის კვლევაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ, “მეტრონომთან” საუბრისას მასშტაბური სოციოლოგიური კვლევის შედეგები შეაფასა, რომელიც  „რუსთავი2“-ის დაკვეთით , საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research”-მა ჩაატარა.

“არცერთ კვლევას მე პირადად არ ვენდობი. საბოლოო კვლევა იქნება არჩევნები. ამ კვლევით  გარკვეულ მაქინაციებს აქვს ადგილი.

ბუნებრივია, რაღაც ნაწილმა არ იცის თუ ვის მისცემს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას, მაგრამ ეს ერთი თვე არის იმისთვს, რომ უმრავლესობა ამ ნაწილიდან ჩამოყალიბდეს და ნაწილი ალბათ ისევ შეინარჩუნებს მის პოზიციას, როგორც ხდება ხოლმე.

წინასწარ საარჩევნო სურათზე საუბარი ნაადრევია, ეს კვლევის მექანიზმი კი – ძალიან ცნობილი” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ “მეტრონომთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ კვლევის შედეგად კითხვაზე “დღეს რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას”  22%-მა გრიგიოლ ვაშაძე, 18%-მა დავთ ბაქრაძე ხოლო 15%-მა სალომე ზურაბიშვილი უპასუხა. პასუხისგან თავი 25%-მა შეიკავა.

იტვირთბა....