გრიგოლ ვაშაძე – 22% , დავით ბაქრაძე – 18% , სალომე ზურაბიშვილი – 15% ასეთია მასშტაბური სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც „რუსთავი2“-ის დაკვეთით , საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research”-მა ჩაატარა. შედეგები რუსთვი2-მა თავად გამოაქვეყნა.
პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია.
შეკითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე ხმას 22% მისცემდა.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს – 18%
დამოუკიდებელ , თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმას არჩევნებზე გამოკითხულთა 15 პროცენტი.
„ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნეთალაშვილს -8%
„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით უსუფაშვილს ხმას კვლევის მიხედვით 3%
„გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს ხვალ რომ არჩევნები იყოს ხმას კვლევის მიხედვით, 2% მისცემდა.
სხვა კანდიდატს – 7%
კითხვაზე არ ვიცი ან არ უპასუხა 25%-მა.