ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია”

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გია თვალავაძის  დაკავებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ამ ფაქტმა იმოქმედა სამინისტროსა და მინისტრის რეპუტაციაზე.

მისი თქმით, მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე.

„მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა, სამინისტროს რეპუტაციაზე ამან იმოქმედა და მინისტრის რეპუტაციაზეც ამან იმოქმედა, რადგან მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე“ – განაცხადა აშშ-ში მყოფმა სერგეენკომ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....