ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია

27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დაშვებულია.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე. დროშები დაშვებულია პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის სასახლეებზეც.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იტვირთბა....