პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში ვანო მერაბიშვილის შეწყალებისა და მისი პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე იმსჯელა.
როგორც, ხუხაშვილმა მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, თუ ის დაბრუნდა ერთი სასაცილო კაცი დაემატება ქართულ პოლიტიკას.
“მე არ ვიცი რამდენად მძიმეა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მერაბიშვილის შეწყალება არ შეწყალების არ არის პოლიტიკური თემა. მერაბიშვილი არ არის არანაირი პოლიტიკური ფაქტორი. ვიღაცეები საუბრობენ, რომ მერაბიშვილი პოლიტიკაში რაღცას შეცვლის, მაგრამ ეს ძალიან სასაცილოა. ეს მისი მოღვაწეობიდანაც ჩანს. სანამ ჩრდილში იყო იქმნებოდა მასზე ლეგენდები, მაგრამ როგორც კი მან საჯარო პოლიტიკაში გადაინაცვლა, აბსოლუტური პაროდია გახდა.
აქედან გამომდინარე მისი შეწყალება არ შეწყალება წმინდა ჰუმანიტარული საკითხია. აქედან გამომდინარე ვინც უნდა შეიწყალოს, აი ამ ჰუმანიტარულ პრიზმაში უნდა გახედოს და ისე მიიღოს გადწყვეტილება. არ ვიცი რამდენად არსებობს მერაბიშვილის შეწყალების სამართლებრივი საფუძველი და რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სწორედ ამ კუთხთ უნდა შეაფასონ და არა პოლიტიკური განცხადებების საგნად აქციონ.
მერაბიშვილი უკვე დიდი ხანია არავისთვის არაა საშიში და არც არასოდეს ყოფილა. მე ვერ ვხვედავ ვერანაირ საფრთხეს და მითუმეტეს მის დაბრუნებას პოლიტიკაში. თუ დაბრუნდა ერთი სასაცილო კაცი დაემატება ქართულ პოლიტიკას. ვიღაცას ხომ არ გონია, რომ მერაბიშვილს ცოდნით თავი უსკდება?” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას გია ხუხაშვილმა.