ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი კობახიძეზე – მართლა პარლამენტის თავმჯდომარე ხომ არ ჰგონია მას თავი?

რას ლაპარაკობს ეს პატარა ბიჭი ვერ გავიგე?! საერთოდ აზრზე არ არის ამ ქვეყანაზე, არაფერი არ იცის და კომკავშირული უტიფრობით რაღაცეებს ჩმახავს.  რას აკეთებდა მარგველაშვილი მაშნ, დაგუგლოს და ნახოს. მაშინ სად იყო თითონ და სად იყო თავის საძმაკაცო. ზარდიაშვილი, მდინარაძე სად იყვნენ, ყველა სიბინძურეს რომ უსრულებდნენ სააკაშვილს. ამ სიბინძურის პატრონი ადამიანი, თავს ამის უფლებას აძლევს, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

“ვინაა საერთოდ, საიდან მოვიდა, ვინ მოიყვანა და დასვა კაბინეტში?! თავს მიხედოს, წავიდეს იმკურნალოს, რა. მარგველაშვილს თავის შეცდომები ეყოფა. მეც ბევრი პრეტენზა მაქვს, მაგრამ ასე ხომ არ შეიძლება?! როგორ შეიძლება ასე უსინდისოდ ადამიანისთვის მთელი ცხოვრების თვდაყირა დაყენება?! თვითონ ვინ იყო, ბუჩქებში ჯდომის მეტი რომ არაფერი უკეთებია. 2013 წელს წამოვედი ხელისუფლებიდან, კობახიძე ვინ იყო საერთოდ არ ვიცოდი. თითონ სად იყო? ჩირგვებში იყო შემალული. ამდენის უფლებას როგორ აძლევს თავის თავს. ვინ არის ბოლოსდაბოლოს მართლა პარლამენტის თვმჯდომარე ხომ არ გონია თავის თავი?! უსინდისო ეგ”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გადაცემა “რეაქციში” ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის გარე ექსპერტად შეაფასა.

იტვირთბა....