პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთნ” საუბრისას, ხორავს ქუჩის დროებითი საგამოძიებო კომისისს მუშაობა შეაფასა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კომისია თვიდანვე იყო დისკრედიტირებული და მათ მიმართ ნდობა არ არსებობდა.
ასევე როგორც მან აღნიშნა ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება კობახიძეს დაეთანხმოს.
“ხორავას ქუჩის დროებითი საგამოძიებო კომისია თავიდანვე იყო დისკრედიტირებული. ფაქტობრივად ამ საქმის გამოძების სათავეში იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც იმ სისტემის დამფუძნებლები არიან, რომელიც მათივე განცხადებით კლავს ადამიანებს. იგივე გირგვლიანის თემას თუ გავიხსენებთ, ზუსტად ეს ადამიანები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ საქმე არ გახნილიყო და მკვლელებისთვის ხელი დაეფარებინათ. შესაბამისად ამ ადამიანების მიერ გამოძიებული საქმისადმი ნდობა ვერ იქნება მაღალი.
ამასთანავე მომეჩვენა, რომ ისინი შეეცადნენ რაღცეები ეფაფხურათ, მაგრამ რეალურად ისეთი სერიოზული და დამატებითი მათ ნამდვილად არ გაუკეთებიათ. ეს ის შემთხვევაა, სადაც ნაწილობრივ შემიძლია გავიზიარო ირაკლი კობახიძის მოსაზრება” – განაცხადა ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გადაცემა “რეაქციაში”, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო კომისიაზე განაცხდა, რომ პროკურატურამ და კომისიამ მსგავსი დასკვნა დადო.