პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას ირაკლი კობახიძის მოსაზრება შეაფასა, სადაც ის მარგველაშვილს ნაციონალური მოძრაობის გარე ექსპერტად მოიხსენიებს.
“მე კობახიძეზე რეაქცია აღარ მაქვს და ის გარკვეულწილად მეცოდება კიდეც. ასეთი განცხადებების გაკეთება შეუძლია ან ძალიან მძიმე ავადყოფს ან ადამიანს რომლის უტიფრობის ხარისხი არცერთ შკალაზე აღარ იზომება. ბუჩქებიდან, რომელშიც თვითონ იჯდა და არ ჩანდა რას აკეთებდა მარგველაშვილი, გუგლში მაინც ნახოს და გაიგოს რას აკეთებდა და როგორ მოღვაწეობდა მარგველაშვილი. პრეზიდენტზე ამ სისულელების ლაპარაკს ურჩევნია თვის საძმაკაცოს გადახედოს, მიხეილ სააკაშვილის ბინძურ დავალებებს, რომ ასრულებდნენ. ხშირად მითქვამს კობახიძეზე, რომ ეს ბავშვი არის მძიმედ ავად და ახლაც იმავეს გავიმეორებ” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გადაცემა “რეაქციში” ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის გარე ექსპერტად შეაფასა.