ტყიბულში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ცეცხლი სავარაუდოდ სოფელ დაბაძველში, პირუტყვის სადგომში გაჩნდა და საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა.
როგორც დაზარალებული ოჯახის წევრები ამბობენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა საათნახევრით დააგვიანა, მანქანები კი გაუმართავი იყო, რის გამოც დამატებით ჯგუფების გამოძახება ქუთაისიდან გახდა საჭირო.
ოჯახი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს და სახელმწიფოს დახმარებისკენ მოუწოდებს.