ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სააფთიაქო ნარკომანიის” საქმეზე გია თვალავაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსს, გია თვალავაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. ასევე დააკავეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს 5 მოქალაქე.

იტვირთბა....