ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყოფილ მაღალ თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვა მხოლოდ მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაიცავს

სახელმწიფო დაცვის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცახდა, რომ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა მხოლოდ მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაიცვას.

ჩუბინიძის განმარტებით ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დაცვის გაგრძელება დამოკიდებული იქნება პერსონალურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ სამთავრობო დაცვა იმუშავებს აეროპორტებსა და ე.წ. VIP გასასვლელებში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

იტვირთბა....