ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააფთიაქო ნარკომანიაზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული ქალი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

“მეტრონომი” სასამართლოდან

სააფთიაქო ნარკომანიაზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული ქალი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. ამის გამო, მოსამართლემ რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოაცხადა. ბრალდებული დარბაზიდან გაიყვანეს და სასწრაფო გამოიძახეს. ამ წუთებში სხდომა, სადაც 6 ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების თაობაზე მსჯელობენ, გრძელდება.

სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. ასევე დააკავეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს 5 მოქალაქე.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....