ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე კობახიძეს: “პირისპირ შემხვდი და მელაპარაკე თუ შეგრჩენია კაცობა”

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მან რუსთაველის გამზირზე მიდმინარე აქციას ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული უწოდა.

“კომისიაზე ტლიკინს მოეშვით თქვე ნაძირლებო და შოთაძის უწყებას მოსთხოვე რატო გააყალბა მტკიცებულებები.მაგრამ თქვენ ხო მკვლელების დამცველები ხართ.

და ბოლოს პირისპირ შემხვდი და მელაპარაკე თუ შეგჩენია კაცობა და მერე ნახავ ნაციონალების აქციაა თუ მეოცნებების.
შეიკრიბეთ ოცნების ლიდერები და ვისაუბროთ დეტალურად თუ გაქვთ მაგის ვაჟკაცობა” – წერს სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ  პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე მიმდინარე აქციები “ნაციონალური მოძრაობის” მიერაა მართული.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა,  საპარლამენტო კომისიამ, რომელმაც ამ საქმეზე იმუშავა, პროკურატურის მსგავსი დასკვნა დადო.

იტვირთბა....