ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ჯაფარიძე – ივანიშვილო, შენ იყო ეკონომიკის მინისტრი თუ ამ ჯამბაზების ჯინაზე “გირჩს” ფული არ მისცე

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის განცხადებას პასუხობს, რომელიც მან “რუსთავი 2-ის” ეთერში გააკეთა.

“ბურჭულაძე რ2-ზე გირჩზე ლაპარაკობსო და გადავრთე;

ისევ დაზეპირებულ ტექსტებს ყვება, და “სვაპავს” როგორც კი მოუმზადებელ თემაზე უწევს გადასვლა;

გირჩზე სააკაშვილის ხაზი გააგრძელა – ბიძინასიაო და 2 ‘მტკიცებულება’ მოიყვანა:

1. მარიხუანას ამბავში ხომ გამოჩნდა რომ მათი პოზიციები ემთხვევაო;

2. ვიღაც უკრაინელი ჰყავდა გირჩს და იმან პირდაპირ მითხრა ბიძინასგან მომაქვს ფულიო;

მარიხუანას რაც შეეხება – ბიძინამდე და “გირჩამდე” წლებით ადრე მაქვს ლეგალიზაციაზე ლაპარაკი დაწყებული. ქსელში შეიძლება ამის არაერთი მტკიცებულების მოძიება.

თუმცა, რაზეც არასოდეს მისაუბრია პროაქტიულად, ესაა სამედიცინო მარიხუანა.

და პირველი ვინც საჯაროდ თქვა მარიხუანა აფთიაქებში უნდა იყიდებოდესო, იყო ვინ?

http://www.myvideo.ge/…

უკრაინელი – გირჩში არასოდეს ყოფილა უკრაინელი. უკრაინელები ჰყავდა Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე-ს. შესაბამისად თუ ვიღაც უკრაინელი მივიდა ბურჭულაძესთან და უთხრა ფული ბიძინასგან მომაქვსო, ეს ვაშაძის ამბავი იყო და არა გირჩის

და სად არის დღეს ვაშაძე? მართალია. მეორე ვაშაძესთან და ბურჭულაძესთან ერთად

შაპიტოს კლოუნია ეს ადამიანი

პ.ს. ვაშაძის კაცს თუ ბიძინასგან მოჰქონდა ფული, ჩემგან რა პონტში ითხოვდა 4 მილიონს?

პ.ს.ს. ბიძინა ივანიშვილი • Bidzina Ivanishvili შენ იყო ეკონომიკის მინისტრი ამ ჯამბაზების ჯინაზე თუ ფული არ მისცე “გირჩს”, – წერს სოციალურ ქსელში ჯაფარიძე.

იტვირთბა....