ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ გია თვალავაძის ადვოკატი გირაოს შეფარდებას ითხოვს

“მეტრონომი” სასამართლოდან

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გია თვალავაძის და ამავე საქმეზე დაკავებული 5 სხვა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

ბრალდებულების ადვოკატები მოითხოვენ, რომ მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული, რაც გირაოს გულისხმობს. პროკურატურა ყველა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. ასევე დააკავეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს 5 მოქალაქე.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....