შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ვაჟა-ფშაველაზე მდებარე „ავერსის“ კლინიკაში განაცხადეს, მერაბიშვილს ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება. ამის შესახებ ინფორმაცის “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც მერაბიშვილის ადვოკატები აცხადებენ, მათთვის უცნობია ყოფილი პრემიერის კლინიკაში გადაყვანის მიზეზები.
„დღეს დილით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვანო მერაბიშვილი “ავერსის” კლინიკაშია გადაყვანილი. ჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, ან რა პროცედურების ჩატარება იგეგმება. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა გახდა მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი“ – აცხადებენ ადვოკატები.