ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს დატოვებს

საპატრიარქოს განცხადებით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს დატოვებს.

„ა.წ. 26 სექტემბერს, საღამოს ლოცვაზე და 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, წმ. ქეთევანის წმინდა ნაწილები დაბრძანებული იქნება წმ. სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც 14:00 საათზე სიწმინდე გადაბრძანდება მუზეუმში, შემდეგ კი ინდოეთში დაბრუნდება.

მორწმუნეთ ექნებათ შესაძლებლობა, სამების საკათედრო ტაძარში კიდევ ერთხელ მიეახლონ წმ. დედოფლის წმინდა ნაწილებს და სთხოვონ ლოცვა-კურთხევა.

წირვის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს და წმ. დედოფალს, წმინდათა დასს, დედა ღვთისმშობელსა და უფალს შეავედრებს საქართველოს მთლიანობასა და კეთილდღეობას.

შევნიშნავთ, რომ 27 სექტემბერს სრულდება 25 წელი აფხაზეთის ოკუპაციიდან“ – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....