ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლანჩხუთში ზურაბიშვილთან შეხვედრაზე გია თვალავაძის დაკავება გააპროტესტეს

დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ლანჩხუთში, მოქალაქეთა ჯგუფმა „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე გია თვალავაძის დაკავება გააპროტესტა. მათ პრეზიდენტობის კანდიდატთან ამ თემაზე შეხვედრა მოითხოვეს. სალომე ზურაბიშვილი მათ გაესაუბრა.

„გია თვალავაძე პატიოსანი პიროვნებაა, როდესაც გვიჭირდა, უანგაროდ დაგვეხმარა. დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას დარია ორმოცაძემ.

სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთის თეატრის შენობიდან სტვენისა და შეძახილების ფონზე გააცილეს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინდააკავა.

იტვირთბა....