ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია (ვიდეო)

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე დღეს ქართველმა ფალავანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ნახევარფინალამდე სამი ბრძოლა მოიგო – პირველ შეხვედრაში მან ფრანგ ალექსანდრ იდირს სძლია. მერვედფინალში ლიპარტელიანს აზერბაიჯანელთა ბოლო იმედი, ელმარ გასიმოვი შეხვდა, რომელიც იპონით დაამარცხა. ქართველმა იპონით დაასრულა მეოთხედფინალური ბრძოლაც, რომელშიც ეგვიპტელ რამადან დარვიშს მოუგო.

ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების კაპიტანს ოტგონბაატარ ლხარგვასურენი დაუპირისპირდა. მონღოლმა მეოთხედფინალში პორტუგალიელი ჟორჟ ფონსეკა დაამარცხა.

ლიპარტელიანმა ვაზაარი ბრძოლის დასრულებამდე 20 წამით ადრე მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში ქართველი ფალავანი კორეელ გუჰნამ ჩოს შეხვდება.

იტვირთბა....