ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ინიციატივა: ნარკოტიკების წარმოების აკრძალვა კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს

“ძალა ერთობაშია” ინიციტივით გამოდის, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების წარმოების აკრძალვა. ცვლილებების პროექტი მოძრაობის ლიდერებმა პარლამენტში უკვე შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ პირადი მოხმარებისთვის კულტივირება კანონპროექტში შტანილი არ არის.

უფრო მეტიც, გაერთიანებული ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ისინი 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ, რის შემდეგაც კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შევიდეს.

შეგახსენებთ, ხელისუფლება სამედიცინო კანაფის წარმოებისა და ექსპორტის ინიციატივით გამოვიდა, რამას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და პატრიარქ ილია მეორის შეხვედრის შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი დროებით უკან გაიწვია.

იტვირთბა....