ფეისბუქზე, ხელისუფლების კრიტიკის გამო ვიეტნამში, ერთ-ერთ აქტივისტს 2 ჭლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილი ფაქტია, რომ ვიეტნამის კომუნისტური პარტია ვერ იტანს კრიტიკას და ამის გამო ადგილობრივი მედია საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 42 წლის დოანა ხან ვინ ქუანგი დაადანაშაულეს “დემოკრატიისა და თავისუფლების უფლების” ბოროტად გამოყენებაში. პოლიციის მტკიცებით, ბრალდებულმა უკვე აღიარა დანაშაული.
ხელისუფლება ინიციატივით გამოვიდა, უფრო მეტი კომუნიკაცია არსებობდეს ხელისუფლებასა და ფეისბუქს შორის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები.